აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქვეყნის პარლამენტი დაითხოვა.
ალიევმა აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოს რიგგარეშე არჩევნები 2020 წლის 9 თებერვალს დანიშნა.
აზერბაიჯანის პარლამენტის დათხოვნის ინიციატივით გასული კვირის ბოლოს მმართველი პარტიის, „ენი აზერბაიჯანის“ დეპუტატები გამოვიდნენ. მათ თქვეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტის რეფორმების კურსის მხარდასაჭერად არის აუცილებელი. დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია საკანონმდებლო ხელისუფლების გარდაქმნა და პარლამენტის შემადგენლობის გაახალგაზრდავება.
აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო.
ნინო ხოშტარია
კომენტარები