მსოფლიოკრიმინალისაზოგადოება

მერკელი: დიპლომატები გავაძევეთ, ვინაიდან მოსკოვი ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებაში არ თანამშრომლობს

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ნატოს სამიტზე განაცხადა, რომ გერმანიამ ბერლინში რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი არასასურველ პირებად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ რუსეთი საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებაში გერმანულ მხარესთან არ თანამშრომლობს.

„მომავალ კვირაში რუსეთის პრეზიდენტს ვხვდები და ამაზე დაველაპარაკები, – თქვა მერკელმა ნატოს სამიტზე. – ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან ვერ ვხედავდით, რომ რუსეთი ამ მკვლელობის გამოძიებაში გვეხმარებოდა“.

რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ ოთხშაბათს, 4 დეკემბერს გახდა ცნობილი. მოსკოვმა განაცხადა, რომ საპასუხო ზომებს მიიღებს.

პანკისის მკვიდრი ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 23 აგვისტოს მოკლა მამაკაცმა, რომელმაც მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ იგი მალევე დააკავა.

გერმანიის ფედერალური პროკურატურის ცნობით, ამ ფაქტთან კავშირი აქვს რუსეთის ხელისუფლებას. გფრ-ის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააზუსტა, რომ ახალ ზომებს მიიღებს, თუკი მოსკოვი მკვლელობის გამოძიებაში გერმანულ მხარესთან არ ითანამშრომლებს.

წყარო: radiotavisufleba.ge

ნატოს 70 წლისთავთან დაკავშირებით ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერების საიუბილეო შეხვედრას 3-4 დეკემბერს ლონდონმა უმასპინძლა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გავრცელდა განცხადება, რომ ნატოს მომავალი სამიტი 2021 წელს ჩატარდება (ბოლო სამიტი 2018 წელს ბრიუსელში გაიმართა).

ამავე თემაზე: ბერლინში პანკისის მკვიდრი, ჩეჩნეთის ომის მონაწილე ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს

ბერლინის პოლიცია საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმის გამოძიებაში დახმარებას საზოგადოებას სთხოვს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close