მაშველებმა ჯანდარის ტბაზე დაკარგული მეთევზეების ცხედრები იპოვეს
ჯანდარის ტბაზე დაკარგული ორი მეთევზის ცხედარი მაშველებმა დღეს დილით იპოვეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში ჯანდარის ტბაზე ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ორ დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში შევიდა.
მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ და სამაშველო ოპერაცია დაიწყეს.
საძიებო სამუშაოები სამი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი ტექნიკა, ვერტმფრენი, სითბური დრონი და მყვინთავთა ჯგუფები, მთლიანიობაში 55 მაშველი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტბის ფსკერის წყალქვეშა მონიტორინგის სამუშაოებს სპეციალური ტექნიკის საშუალებით აწარმოებდა.
პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა ტბის სანაპირო ზოლის მონიტორინგი. საძიებო ოპერაცია მიმდინარეობდა როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.
წყარო: imedinews.ge
კომენტარები