fbpx
მსოფლიოკრიმინალისაზოგადოებასპორტი

საქართველოს ძიუდოს ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს პედოფილიისთვის 5 წელი მიუსაჯეს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ავსტრიელი პეტერ ზაიზენბახერი წარსულში არასრულწლოვან გოგონებთან ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის გაამასართლეს და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამის თაობაზე BBC იუწყება.

ძიუდოში 1984 და 1988 წლების ოლიმპიურ ჩემპიონს ორ არასრულწლოვან გოგონასთან სექსუალური ხასიათის ქმედებაში ბრალი 2016 წლის დეკემბერში ავსტრიის პროკურატურამ წაუყენა. საქმე ეხება 1990-იანი წლების ბოლო და 2000-იანი წლების დასაწყისოს პერიოდს, როდესაც ზაიზენბახერი გოგონებს ვენის ერთ-ერთ ძიუდოს კლუბში წვრთნიდა. ერთ-ერთი არასრულწლოვანი სექსუალური ძალადობის დაწყებისას 9 წლის იყო, მეორე – 13 წლის. გოგონას განცხადებით, მისი მწვრთნელის სექსუალური ურთიერთობა მასთან 3 წელი გრძელდებოდა. მესამე ქალი აცხადებს, რომ როდესაც იგი 16 წლის იყო, ბანაკში ყოფნისას, ზაიზანბახერი მის გაუპატიურებას ცდილობდა.

პეტერ ზაიზენბახერმა ბრალი უარყო და მართლმსაჯულებას ემალებოდა. იგი 2017 წელს საქართველოში დაბრუნდა, საიდანაც უკრაინაში წავიდა. ბრალდებული სწორედ კიევში დააკავეს. კიევიდან მისი ავსტრიაში ექსტრადირება 2019 წლის სექტემბერში განხორციელდა.

ავსტრიელი მოსამართლეების თქმით, მათ არანაირი ეჭვი არ გასჩენიათ, რომ „3 ქალი ტყუოდა, შეცდა ან შეთანხმებულად მოქმედებდა“.

ვენის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე 59 წლის ზაიზენბახერს განაჩენის გასაჩივრების უფლება აქვს.

პეტერ ზაინზენბახერი 2010-2012 წლებში საქართველოს ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, 2012 წლიდან კი აზერბაიჯანის ძიუდოს ნაკრებს წვრთნიდა. ჩვენი ინფორმაციით, ზაიზენბახერს საქართველოში მუშაობის დროს ძიუდოს ნაკრების 2 მწვრთნელთან სერიოზული კონფლიქტი მოუვიდა, რომელიც ლამის ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა – ამის მიზეზი იყო ავსტრიელის უპატივცემულობა ქართველი მწვრთნელების მიმართ, რომლებსაც ნაკრების ვარჯიშის დროს დაბრაზში შესვლას უკრძალავდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close