მსოფლიოკრიმინალისაზოგადოება

კიევში ქართველი ბიზნესმენი მოკლეს, პოლიციამ 4 ეჭვმიტანილი დააკავა

კიევში ქართველი ბიზნესმენი ნიკოლოზ დავითაშვილი მოკლეს. ტრაგედიის შესახებ ბიზნესმენის მეუღლემ, მოდელმა თიკა სიხარულიძემ საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა. ინფორმაციას სხვადასხვა მედიასაშუალება ავრცელებს.

„კვირის პალიტრის“ ინფორმაციით, დავითაშვილის კუთვნილი „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომანქანა მას შემდეგ გაიტაცეს, რაც ის სასტუმროს ტერიტორიიდან გავიდა. სამართალდამცველებმა დანაშაული ვიდეოკამერების ჩანაწერებით გახსნეს. მათ მკვლელობაში ბრალდებულები – ორი ჩეჩენი და ორი რუსი ეროვნების მამაკაცი უკვე დააკავეს. მათგან ორი ბრალს აღიარებს. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, ნიკოლოზ დავითაშვილი მძღოლის გვერდით იჯდა და მას უკანა სავარძელში მსხდომებმა ესროლეს, შემდეგ მოკლულის ცხედარი ქუჩაში ჭაში ჩააგდეს. მანქანის სავარძელს ნატყვიარი ეტყობა.

პოლიცია ვარაუდობს, რომ ქართველი ბიზნესმენი დამნაშავეთაგან ერთ-ერთს იცნობდა და დანაშაული თანხის შეწერას უკავშირდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ნიკოლოზ დავითაშვილი უკრაინაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა.

ნიკოლოზ დავითაშვილი მეუღლესთან, თიკა სიხარულიძესთან ერთად

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close