ნიკოლოზ რაჭველის მუსიკა ჭადრაკის ოფიციალურ ჰიმნად დაამტკიცეს (ვიდეო)

ფოტო ფეისბუქიდან
ნიკოლოზ რაჭველის მიერ დაწერილი მუსიკა ჭადრაკის ევროპის საბჭომ ჭადრაკის ოფიციალურ ჰიმნად დაამტკიცა. მუსიკოსი ამ ფაქტის გამო თავის სიხარულს საკუთარ ფეისბუქგვერდზე გვიზიარებს:

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჰიმნის დაწერა მომიწევდა… ჭადრაკის ევროპის საბჭომ ჩემი მუსიკა დაამტკიცა სპორტის ამ ისტორიული სახეობის ევროპის ოფიციალურ ჰიმნად, დღეს კი ჩემს თვალწინ ამ მუსიკის შესრულებისას, მონაკოში ფეხზე იდგნენ მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდები (მათ შორის იუდიტ პოლგარი, გარი კასპაროვი, ჩვენი უდიდესი ქალბატონები ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე, ჩემპიონები, დიდოსტატები, არბიტრები, მონაკოს სამეფო ოჯახის, მთავრობისა და შემოქმედებითი საზოგადოების გამორჩეული წარმომადგენლები)…

უჰ რა მაგარი შეგრძნება ყოფილა!!!

დიდი მადლობა ჩემო უძვირფასესო ზურა და თეა ასეთი რამ რომ განმაცდევინეთ!!!!

დანარჩენს მერე მოვყვები. მონტეკარლოში ჭადაკის ევროპის პირველი დაჯილდოვების ცერემონია ახლახანს დასრულდა, მე კი ვცდილობ სამახსოვრო ფოტოები გადავიღო ბავშვობის დროინდელ კუმირებთან…

მამაჩემი, რომელიც ჭადრაკის უდიდესი ქომაგი იყო, ვიდრე მყავდა (13 წლის ასაკამდე) მოასწრო ჩემშიც ჩაენერგა იგივე დამოკიდებულება, ამიტომ დღეს ის ყველაზე ბედნიერი და ამაყი იქნებოდა ჩემით…“

კომენტარები