საზოგადოებასაქართველოსპორტი

20 წლის ლუკა შონია კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

20 წლის ქართველმა სპორტსმენმა ლუკა შონიამ კიკბოქსინგის ორგანიზაციების მსოფლიო ასოციაციის – WAKO-ს ეგიდით თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა სპორტსმენმა -67 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და 4 შეხვედრა მოიგო: ანგოლელი, რუსი და უკრაინელი მეტოქეების დამარცხების შემდეგ ლუკა შონიამ ფინალში ყაზახ ნურსულთან ხასანოვს სძლია და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

კიკბოქსინგის ორგანიზაციების მსოფლიო ასოციაცია – WAKO აღიარებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ. აღსანიშნავია, რომ ასოციაცია საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან (სოკ) აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს კიკბოქსინგის ოლიმპიურ პროგრამაში შეტანასთან დაკავშირებით.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close