ირმა გიგანმა საფრანგეთში გამართულ კონკურსზე მორიგი წარმატება მოიპოვა (ვიდეო)

პიანისტმა ირმა გიგანმა საფრანგეთში გამართულ პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე „ფორტეპიანოს ვარსკვლავები“ ლაურეატის წოდება მოიპოვა.

ბედნიერი ვარ გაგიზიაროთ რომ გავხდი “Les Etoiles du Piano” – “ფორტეპიანოს ვარსკვლავები” პიანისტთა მეორე საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი (საფრანგეთი).
დაუვიწყარი ემოციებით სავსე ვარ..

საოცარი მუსიკოსებით სავსე ჟიური და ურთულესი პროგრამა – 3 ტური სოლო რეპერტუარით.

უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გულშემატკივრებს, ჩემს ყველაზე ძვირფას მშობლებს – საგანძურს. ჩემს და ჩემი ოჯახის ერთგულ მეგობრებს.

უუუუდიდესი მადლობა ჩემს საოცარ, დიდებულ პროფესორს! საოცარ მუსიკოსს, პიანისტს და პიროვნებას ბატონ სტეფან არნოლდს (Stefan Arnold) – ბედნიერი ვარ რომ მისი სტუდენტი მქვია. მადლობა თითოეული საოცარი გაკვეთილისთვის.
დიდი მადლობა ვენის უნივერსიტეტს – University of Music and Performing Arts.

უდიდესი მადლობა ჩემს უუძვირფასეს საოცარ მუსიკოსსა და პიროვნებას მანანა დოიჯაშვილს მუდამ გვერდში დგომის და გულშემტკივრობისთვის – დაუვიწყარი , სიყვარულით და მუსიკით სავსე გაწეული ამაგისთვის ჩემს ცხოვრებაში.
უდიდესი მადლობა ჟიურის წევრებს – საოცარ, გულწრფელ მუსიკოსებს.

უდიდესი მადლობა საფრანგეთს!“ – წერს პიანისტი ირმა გიგანი სოციალურ ქსელში.

კომენტარები