ეკონომიკაიტალიასაზოგადოება

სიცილიაზე ერთ ევროდ სახლების გაყიდვა დაიწყო

კუნძულ სიცილიაზე, ბივონის თემის ხელისუფლებამ უძრავი ქონების გაყიდვის პროგრამა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტში სახლის შეძენა 1 ევროდ შეიძლება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა THE SUN-ი ავრცელებს.

გასაყიდად გამოტანილი ობიექტების ნაწილი სავალალო მდგომარეობაშია, სხვები კი მინიმალურ რემონტს საჭიროებს. პროგრამის მიზანია ქალაქის მოსახლეობის რიცხვის გაზრდა, ვინაიდან ბოლო ათწლეულებში ეს მაჩვენებელი განუხრელად მცირდება. 40 წლის წინ ბივონაში 8 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ახლა კი მხოლოდ 3,8 ათასი ცხოვრობს.

უძრავი ქონების ყიდვის მსურველმა 2750 ევროს ოდენობის გირაო უნდა გადაიხადოს, რომელიც სახლის რემონტს ან რესტავრაციას უნდა მოხმარდეს. სამუშაოების ჩასატარებლად მუნიციპალიტეტის ხელისუფლება მსურველებს 4 წელს აძლევს. ამასთან ერთად, მყიდველს სახლში მუდმივად ცხოვრების ვალდებულება არ ექნება – უძრავი ქონება შესაძლოა რესტორნად ან მაღაზიად გადაკეთდეს.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close