fbpx
მსოფლიოპოლიტიკარას არ გაიგებ/ფაქტები

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – საფრანგეთის პრეზიდენტს ვურჩევ, შეამოწმოს, მისი ტვინი ხომ არ მოკვდა

საფრანგეთის პრეზიდენტს ვურჩევ, შეამოწმოს, მისი ტვინი ხომ არ არის მკვდარი, – ეს განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა.

თურქეთის ლიდერის თქმით, ის იმავე კითხვას გაიმეორებს 3-4 დეკემბერს ლონდონში დაგეგმილ ნატოს ლიდერების შეხვედრაზეც.

მარკონი ამბობს, რომ ნატო ტვინის სიკვდილს განიცდის. მე მივმართავ ბატონ მაკრონს თურქეთიდან და ამას ვიტყვი ნატოშიც: თავდაპირველად უნდა გადაამოწმო, შენი ტვინი ხომ არ მოკვდა?“ – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის ამ განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ პარიზში. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამბობენ, ერდოღანის გამონათქვამი „შეურაცხმყოფელია“ და ამის გამო თურქეთის ელჩს ახსნა განმარტებებისთვის დაიბარებენ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა ბრიტანულ „ეკონომისტთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ნატოს ტვინი სიკვდილს განიცდის“.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close