fbpx
ლიტერატურა/წიგნებიმიგრაციამსოფლიოსაზოგადოებასაბერძნეთი

რას წერს ბერძენი მწერალი ევიტა კარეგეორგიუ ოჯახის დამხმარე ქართველი ქალების შესახებ? – კიდევ ერთი წიგნის პრეზენტაცია საბერძნეთში

რამდენიმე დღის წინ ერთი ბერძენი მწერლის წიგნის პრეზენტაციის შესახებ ვწერდით. ჩვენი რეპორტაჟი საბერძნეთის ქართული დიასპორის განხილვის საგნად იქცა. ამჯერად სხვა ბერძენი მწერლის ნაწარმოების შესახებ გვინდა მოგითხროთ.

11 დეკემბერს ქალაქ კორინთოში გაიმართება ევიტა კარაგეორგიუს წიგნის, „მდედრობითი სქესის დასასრული“ (Το τέλος, γένους θηλυκού) პრეზენტაცია. ნაწარმოებში აღწერილია ემიგრანტი ქალების ცხოვრება, რომლებიც საბერძნეთში მოხუცების დამხმარეებად მუშაობენ და ცდილობენ, სამშობლოში დარჩენილ თავიანთი ოჯახის წევრებს დაეხმარონ. როგორც შევიტყვეთ, წიგნი დაწერილია ამ ადამიანებისადმი პატივისცემით და გულწრფელი სიყვარულით. საგულისხმოა, რომ მწერალს ამ ნაწარმოების შექმნისკენ უბიძგა ერთმა ქართველმა ქალმა, რომელიც მის ოჯახში მუშაობს და რომელიც მწერლის ოჯახმა მისი კეთილშობილურიი თვისებების გამო ოჯახის წევრივით მიიღო.

კორინთოში პრეზანტაცია საკმაოდ წარმომადგენლობითი იქნება. მასში მონაწილეობას მიიღებს საბერძნეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ხელმძღვანელი დიონისის ცაკნისი, ასევე, მწერალი ნატაშა სიდერი და ფილოლოგი სოფია დასკალოპულუ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვა ქართველი მარიამ კორძაია, რომელიც დამსწრე საზოგადოებას მოუყვება საქართველოს წარსულისა და დღევანდელობის შესახებ, გააცნობს ბერძნებს ქართულ კულტურას. ასევე ისაუბრებს ქართველი ემიგრანტი ქალების გრძნობების შესახებ, ქალებისა, რომლებმაც თავიანთი შვილები დატოვეს და ახლა ცდილობენ მათ საბერძნეთიდან დაეხმარონ მძიმე შრომით.

წიგნი გამომცემლობა Ο Μωβ Σκίουρος-მა დაბეჭდა და უკვე იყიდება საბერძნეთის წიგნის მაღაზიებში. ნაწარმოები 200-გვერდიანია და 11 ევრო ღირს.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close