მსოფლიოსაზოგადოება
DEUTSCHE WELLE: გერმანიაში ყოველი მეათე მოქალაქე ნარკოდამოკიდებულია – კოკაინით აივსო ევროპა
„კოკაინით აივსო ევროპა. 2019 წელს გერმანელმა სამართალდამცველებმა მხოლოდ ჰამბურგში 4,5 ტონა კოკაინი ამოიღეს. სულ მიმდინარე წელს სამართალდამცველებმა 10 ტონა კოკაინი ამოიღეს, რაც წინა წლებთან შედარებით რეკორდული მაჩვენებელია“, – წერს DEUTSCHE WELLE.
გამოცემის ცნობით, გერმანიაში ყოველი მე-10 მოქალაქე ნარკოდამოკიდებულია.
„კოკაინი გერმანიაში ნამდვილ პრობლემაა. ამის უკან დგანან კარგად ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფები. ახლა ევროპის ბაზარი ამ ნარკოტიკით გადავსებულია“, – განაცხადა ბერლინში გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაზე ფედერალური მთავრობის წარმომადგენელმა ნარკოპოლიტიკის საკითხებზე დენიელ ლუდვიგმა.
imedinews.ge
კომენტარები