fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

დედოფალ ელისაბედ II-ის ტახტიდან გადადგომის სავარაუდო თარიღი დასახელდა

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II თავისი უფროსი შვილის, პრინც ჩარლზის სასარგებლოდ ტახტიდან შესაძლოა უახლოესი 18 თვის განმავლობაში გადადგეს. ამის შესახებ, მონარქის გარემოცვაში თავის წყაროებზე დაყრდნობით, SUN-ი წერს.

გაზეთის წყაროების ცნობით, ტახტიდან გადადგომაზე ღიად საუბარი აკრძალულია, თუმცა უფლებამოსილების გადაცემის პროცესი უკვე დაწყებულია.

მათივე თქმით, დედოფალმა ტახტზე უარი შესაძლოა 2021 წლის აპრილში თქვას, როცა მას 95 წელი შეუსრულდება. ანალოგიური ინფორმაცია 2017 წელსაც გავრცელდა.

ელისაბედ II ტახტზე 1953 წელს ავიდა. 2015 წელს ის გახდა მონარქი, რომელიც დიდ ბრიტანეთს ყველაზე დიდი ხანია მართავს. რა გეგმა აქვთ სამეფო სახლს და ბრიტანულ პრესას ელისაბედ მეორის გარდაცვალების შემთხვევაში, შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close