მსოფლიოკრიმინალისაზოგადოება

ნახევარი მილიონი ევრო დრეზდენის მუზეუმის მძარცველებზე ინფორმაციის სანაცვლოდ

დრეზდენის პოლიცია მუზეუმის მძარცველებზე ან ნაძარცვი ნივთების ადგილმდებარეობაზე ინფორმაციის სანაცვლოდ, ჯილდოს სახით, ნახევარი მილიონი ევროს გასცემს. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

გერმანული გამოცემის ცნობით, ჯილდოს შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ პოლიციის განყოფილებაში 342 შეტყობინება შევიდა. მათგან 49 ფოტო და ვიდეომასალა, თუმცა როგორც სამართალდამცავ უწყებაში განმარტავენ, მათგან არცერთი არ წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას.

ამასთან ერთად, ცნობილი ხდება, რომ სპეციალური კომისია, რომლის წევრებიც მასშტაბურ ძარცვას იძიებენ, კიდევ უფრო გაფართოვდა. ახლა კომისიაში 40 ადამიანია.

უცნობმა პირებმა დრეზდენის მუზეუმი 25 ნოემბერს გაძარცვეს. გერმანულმა მედიამ მომხდარს „საუკუნის ძარცვა“ უწოდა. გერმანული მედიის ცნობით, ბოროტმოქმედებმა მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს, თუმცა როგორც თავად მუზეუმის გენერალური დირექტორი აცხადებს, კოლექცია ფასდაუდებელია, რადგან მოპარული ნივთების ზუსტი ღირებულება დადგენილი არ არის.

XVIII საუკუნის ძვირფასეულობა საქსონიის მეფეებისთვის იყო დამზადებული. მძარცველებმა მუზეუმიდან გაიტანეს ძვირფასი ქვებისგან, კერძოდ, ბრილიანტებისგან, საფირონებისა და ზურმუხტისგან შემდგარი სამი ნაკრები. თითოეულ მათგანში 37 ნივთი იყო.

გამოძიების ცნობით, მუზეუმში შეღწევამდე მძარცველებმა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ელექტროგამანაწილებელი ააფეთქეს, რამაც რაიონში ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. შემდეგ მუზეუმის ერთ-ერთი ფანჯარა ცულით ჩაამსხვრიეს და ამ გზით შენობაში შევიდნენ. ბოროტმოქმედებმა დანაშაულის ადგილი „აუდის“ მარკის ავტომობილით დატოვეს. მოგვიანებით მანქანა სამართალდამცველებმა მუზეუმიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით დამწვარი იპოვეს. ბოროტმოქმედები ამ დრომდე იძებნებიან.

წყარო: 1tv.ge

ამავე თემაზე: დრეზდენის მუზეუმის ძარცვის ამსახველი ვიდეოკადრები გამოქვეყნდა (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close