fbpx
საზოგადოებასაქართველო

ვინ იყო სალომე ზურაბიშვილის სტუმარი, რომელსაც „მონა“ უძახეს და პრეზიდენტთან ერთად სალობიე დაატოვებინეს

ლია ვოდე-გოგიტიძეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში ერთ-ერთ სალობიეში 26 ნოემბერს უმასპინძლა. მომიტინგეებმა მათ რესტორანი შეურაცხმყოფელი შეძახილების და ხმაურის ფონზე დაატოვებინეს, „კორდონში“ გაატარეს.

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სალომე ზურაბიშვილთან ერთად სალობიე „ბიაში“ მყოფ ქალბატონზე წერს, რომელსაც სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებაში ელენ კარერი უწოდეს, თუმცა რეალურად მისი სახელია ლია ვოდე-გოგიტიძე. იგი პირველი თაობის ემიგრანტების შთამომავალი და არაერთი ძვირფასი საჩუქარი უსახსოვრებია საქართველოსთვის.

გთავაზობთ გიორგი კალანდიას პოსტს:

„ლია ვოდე- გოგიტიძე და არა ელენ კარერი! ძვირფასო მეგობრებო, რამდენიმე დღის წინ დავწერე და ჩემმა მეგობრებმა მიწყინეს, არადა, მაშინაც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ ქართულ ჟურნალისტიკაში უდიდესი პრობლემებია, საინფორმაციო საშუალებები არა ინფორმირების, არამედ ბულინგის წყაროდ იქცნენ… აი, კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი…

მინდა გაგაცნოთ ქალბატონი ლია ვოდე-გოგიტიძე, პირველი თაობის ემიგრანტთა შთამომავალი, დიდი ქართველი კინოხელოვანის, გერმანე გოგიტიძის შვილიშვილი. ეს ის ლია ვოდე-გოგიტიძეა, რომელმაც შარშანწინ საქართველოს სიმონიკა დადიანის უზარმაზარი კოლექცია აჩუქა, კოლექცია, რომელიც საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ ოფიციალურად 800 ათას ევროდაა შეფასებული. იმავე ლია ვოდე-გოგიტიძემ 2017 წელს საქართველოს თამარ მეფის უნიკალური პორტრეტიც უსახსოვრა აკაკი ხოშტარიას კოლექციიდან… დიახ, ეს ლია ვოდეა და არა ელენ კარერი, რომლადაც შერაცხეს სკანდალებს გამოკიდებულმა საინფორმაციო საშუალებებმა, ლია ვოდე ძვირფასი ქალბატონია, ჩემი მეგობარია, გულანთებული ქართველია და მხცოვანი ადამიანია, რომელსაც სტუმრად დაპატიჟებულს წუხელი მონა და ათასი შეურაცხმყოფელი რამ უძახეს, რას ვიზამთ, ასეთია დღევანდელი საქართველო… ქალბატონ ლიას კი ზუსტად ვიცი ისტორიული სამშობლოს სიყვარული წუთითაც არ გაუნელდება“. 

მსგავს თემაზე: სიმონიკა დადიანი – „ქართველი მოდილიანის“ სამშობლოში დაბრუნება 100 წლის შემდეგ

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close