fbpx
პოლიტიკასაქართველო

ბიძინა ივანიშვილი: ვერ შევასრულეთ დაპირება და ამომრჩეველს შეუძლია დაგვსაჯოს

„სამწუხაროა, რომ ვერ შევასრულეთ დაპირება, საზოგადოებისთვის გვაქვს პასუხი გასაცემი იმაზე, რაც ვთქვით და ვერ შევასრულეთ. და ამომრჩეველს შეუძლია დაგვსაჯოს“, – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „SWOT ანალიზი“ .

„საზოგადოებისთვის პასუხი გვაქვს გასაცემი იმაზე, რაც ვთქვით და ვერ შევასრულეთ. ამისთვის არსებობს არჩევნები. და არჩევნების პროცესი დაწყებულია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

„ჩვენი ისტორიის განმავლობაში, როცა „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, არ მახსოვს, რამე სერიოზული დაპირება არ შეგვესრულებინა. ზოგადად, ძალიან ვუფრთხილდები დაპირებას, 100-ჯერ და 1000-ჯერ ვზომავ, თუ პირდები, უნდა გააკეთო. სამწუხარო რეალობაა, რაც მოხდა. განვიცდი პირადად, განიცდის გუნდში ყველა, განიცდიან ისინი, ვინც მხარი არ დაუჭირა ინიციატივას. განიცდიან იმას, რომ გუნდმა ვერ შეძლო. განიცდიან ფაქტს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გასცა დაპირება. მართალია, ეს იყო ცალმხრივი დაპირება, ეს არ იყო კონტრაქტი არავისთან, მაგრამ ვერ შევძელით შესრულება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. მათ შორის იყო მარიამ ჯაშიც.

მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close