საზოგადოებასაბერძნეთი
საბერძნეთში პირდაპირ ეთერში ჩართვისას ჟურნალისტს ღორმა უკბინა (ვიდეო)
საბერძნეთის ერთ-ერთი ტელეარხის ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს აგრესიული ღორის თავდასხმის ობიექტი გახდა.
The Guardian-ის ცნობით, თავდასხმა ტელეარხ ANT1-ის კორესპონდენტზე მაშინ მოხდა, როცა მას კინეტის დასახლებაში მომხდარი წყალდიდობის შესახებ რეპორტაჟი მიჰყავდა.
ჟურნალისტი ლაზოს მანტიკოსი მაყურებელს პირდაპირ ეთერში აწვდიდა ინფორმაციას, როდესაც აგრესიულმა ღორმა მისი კბენა გადაწყვიტა. ჟურნალისტის თქმით, მათ გადამღებ ჯგუფს ღორი დილიდან მისდევდა. ჯგუფმა ამის გამო რეპორტაჟის გადაღება ვერ დაასრულა.
კომენტარები