რას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოებასაქართველო

„სასწაულმა გადამარჩინა“ – ქუთაისში მეტეორის ნამსხვრევი ჩამოვარდა

ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე მეტეორის ნატეხი ჩამოვარდა, – ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ თვითმხილველმა მიაწოდა.

თვითმხილველი ამბობს, რომ სასწაულმა გადაარჩინა.

„ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ვიდექი, როცა ჩემ გვერდით მუჭისხელა გავარვარებული მეტეორის ნატეხი დაეცა. ფოტო გადავიღე“.

მისივე თქმით, მეტეორის ნაწილი სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ წაიღო გამოსაკვლევად.

„პრაიმტაიმი“ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დაუკავშირდა, სადაც უთხრეს, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არა აქვთ.

„თეგეტა მოტორსში“ ქუთაისის ფილიალის ტერიტორიაზე ამოუცნობი ციური ობიექტის ჩამოვარდნის ფაქტს ადასტურებენ.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისში, სავარაუდოდ, მეტეორის ნატეხის ჩამოვარდნის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით იძიებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close