გადავარჩინოთ სამაჩაბლოდან დევნილი გოგონას სიცოცხლე!
ეს პატარა ცქრიალა გოგონა 4 წლის ლიკა ელბაქიძეა, რომელსაც მძიმე დაავადება – მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდგინდა და საზღვარგარეთ, კერძოდ, გერმანიაში ესაჭიროება მკურნალობა, რაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
გოგონა ამჟამად მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში გადის მკურნალობას. გერმანიაში გადაყვანამდე კი სასწრაფოდ ესაჭიროება მკურნალობა ძვირადღირებული მედიკამენტებით, რომელთა შეძენაც თურქეთშია შესაძლებელი. ამის საშუალება სამაჩაბლოდან დევნილ, გორში ჩასახლებულ ოთხშვილიან ოჯახს არ აქვს, მით უმეტეს, გერმანიაში გამგზავრება საკუთარი სახსრებით მათ არ შეუძლიათ.
ამიტომ ჯგუფმა „იტალიის ცის ქვეშ – L’Anima Georgiana“, თეონა ბოტკოველის ინიციატივით, წამოიწყო ყოველთვიური საქველმოქმედო აქცია ლიკუნას გადასარჩენად. მათი „სიკეთის ყუთები“ განათავსებულია ქალაქ ბარიში, რესტორან „ნიკალაში“ და „თბილისოში“. აგრეთვე, მზია ბენდელიანის ამანათების ოფისში და ინტელექსპრესში – ფულადი გზავნილების ოფისში. სხვადასხვა ქალაქში საქველმოქმედო აქციას კურირებენ ჯგუფის აქტიური წევრები.
საქართველოს ბანკშიც გახსნილია ანგარიში:
GE31BG0000000182717600
მიმღები – „საქართველოს ცის ქვეშ“ (შოთა ბოტკოველი).
„საქართველოში მყოფმა ჩვენმა ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, ახლობლებმა და, უბრალოდ, იმ ადამიანებმა, ვისაც სურვილი აქვს აკეთოს სიკეთე ჩვენთან ერთად, შეუძლიათ თუნდაც ერთი ლარი ჩარიცხონ, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დროს.
ოქტომბერში შემოსული თანხა შეადგენდა 700 ევროს, რომელიც ზღვაში წვეთია ლიკუნას მკურნალობისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ აქციას და კიდევ ერთხელ ყველას მივმართავთ თხოვნით: ნუ იქნებით გულგრილნი, გამოიჩინეთ გულისხმიერება, შემოგვიერთდით სხვადასხვა ქვეყნიდან და ქალაქიდან. ერთად ვებრძოლოთ ლეიკემიას, დავამარცხოთ და გავამარჯვებინოთ სიცოცხლეს! “ – მოუწოდებენ ჯგუფის წევრები თანამემამულეებს.
მოდით, ერთიანი ძალებით ვიბრძოლოთ ლიკუნას სიცოცხლის გადასარჩენად!
კომენტარები