fbpx
პოლიტიკასაქართველო

ზურაბ აბაშიძე: კარასინთან შეხვედრისას მწვავედ დავაყენებ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე რუს დიპლომატ გრიგორი კარასინთან შესახვედრად პრაღაში დღეს გაემგზავრა. შეხვედრა პრაღაში 28 ნოემბერს გაიმართება.

ზურაბ აბაშიძის თქმით, აპირებს, მწვავედ დააყენოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი.

„შეხვედრის დასაწყისში, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული სიმწვავით, რაც კი შეიძლება, წამოვწევ ბოლო მოვლენებს, რაც საოკუპაციო ხაზთან განვითარდა: დაკავებები, ჯერ კიდევ გათავისუფლებული არ არის ვაჟა გაფრინდაშვილი. იმედი მაქვს, რომ 28-მდე ეს მოხდება, მაგრამ თუ ასე არ იქნება, რა თქმა უნდა, ამ საკითხს დავაყენებ და გვექნება იქ საუბარი იმ კონტექსტში, რომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს მისი გათავისუფლება.

იმედი მაქვს, რომ შედეგს მალე მივაღწევთ და ეს პიროვნება თავის ოჯახს მალე დაუბრუნდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს უფრო ჟენევის ფორმატში განსახილველი თემაა, მე ყოველთვის ვამახვილებ ყურადღებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე. ამაზე უფრო დეტალური და უფრო საგნობრივი საუბარი გაიმართება 10-11 დეკემბერს ჟენევაში“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

espersona.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close