კინო/ფილმებისაზოგადოებასაქართველო

თენგიზ აბულაძის „მონანიებას“ ხვალ ბრიუსელის საერთაშორისო კინოფესტივალზე უჩვენებენ

ბრიუსელის საერთაშორისო კინოფესტივალზე იმ ფილმებს აჩვენებენ, რომლებშიც ასახულია დაპირისპირება ტოტალიტარულ რეჟიმებთან.

ბრიუსელის საერთაშორისო კინოფესტივალზე 24 ნოემბერს თენგიზ აბულაძის ლეგენდარული ფილმის, „მონანიების” ჩვენება გაიმართება, – ამ განცხადებას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

„მონანიებას” ბრიუსელში რეჟისორი ნანა ჯანელიძე წარადგენს, როგორც ფილმის სცენარის ავტორი.

ბელგიის დედაქალაქი Regained Freedom International Film Festival-ს 20-30 ნოემბერს მასპინძლობს. ბრიუსელის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ფილმები უნგრეთიდან, პოლონეთიდან, ესტონეთიდან, ჩეხეთიდან, რუმინეთიდან, გერმანიიდან, ხორვატიიდან.

ბრიუსელის კინოფესტივალზე იმ ფილმებს აჩვენებენ, რომლებშიც ასახულია დაპირისპირება ტოტალიტარულ რეჟიმებთან.

თენგიზ აბულაძემ „მონანიება“ 1984 წელს გადაიღო. ფილმს მიღებული აქვს კანის მე-40 საერთაშორისო კინოფესტივალის სამი პრიზი: მთავარი ჟიურის სპეციალური პრიზი, კათოლიკური ეკლესიის ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისათვის და კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის პრემია „ფიპრესი“; ასევე, პრიზები ჩიკაგოსა და ჰეუგესუნის საერთაშორისო კინოფესტივალებზე, იტალიის კინემატოგრაფისტთა ეროვნული ასოციაციის პრემია საუკეთესო საზღვარგარეთული ფილმისათვის.

აღსანიშნავია, რომ „მონანიება“ რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდიდან“ საქართველოში გასულ თვეში დაბრუნდა. „მონანიების“ ჩვენებას ორი წელია ითხოვდა კანის კინოფესტივალი სექციაში Cannes Classics, თუმცა საქართველოში არსებული ასლის დაბალი ხარისხის გამო მისი ჩვენება აქამდე ვერ ხერხდებოდა.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close