საზოგადოებასაქართველო

ორი წლის ანიტას დასახმარებლად ბავშვებმა ყულაბები გახსნეს – ოპერაცია დაახლოებით 300 000 ევრო ჯდება

ორი წლის ანი­ტა ფა­ცა­ცი­ას უმ­ძი­მე­სი და­ა­ვა­დე­ბა – დი­ლა­ტა­ცი­უ­რი კარ­დი­ო­მი­ო­პა­თია და­უდ­გინ­და. სა­ჭი­როა სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია უმოკ­ლეს ვა­და­ში ჩა­ტარ­დეს. პა­ტა­რას ესა­ჭი­რო­ე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი აპა­რა­ტი, რო­მე­ლიც ხე­ლოვ­ნუ­რად ამუ­შა­ვებს გულს, ვიდ­რე გუ­ლის ტრან­სპლან­ტა­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო თან­ხა მოგ­როვ­დე­ბა და დო­ნორს იპო­ვი­ან.

ამ ეტაპზე ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფება ავსტრიაში, ლტოლვილთა თავშესაფარში. უსახ­სრო­ბის გამო ანი­ტას ექი­მებ­მა სა­ა­ვად­მყო­ფო და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ტრან­სპორ­ტი­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა.

ოჯახს აქვს ლტოლვილის სტატუსი და, შესაბამისად, სარგებლობს ყველა იმ ელემენტარული სამედიცინო მომსახურების დაფინანსებით, რაც ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებს კანონით ეკუთვნით. თავშესაფრის დატოვების შემთხვევაში, ანიტას ოჯახი დადგება ლტოლვილის სტატუსის დაკარგვის საფრთხის წინაშე და ვეღარ ისარგებლებს სამედიცინო შეღავათებით, მეტიც, მოუწევთ, აგრეთვე, გადაიხადონ სამედიცინო სერვისების საფასური, რაც საკმაოდ მაღალია (მაგ.: ერთი დღის პალატაში გატარება 1 200 ევრო და ა. შ.), სწორედ ამის გამო ოჯახი იძულებულია დარჩეს თავშესაფარში, გამოიყენოს ავსტრიის კანონით გათვალისწინებული შეღავათები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისებზე და დაელოდოს ოპერაციისთვის საჭირო თანხის შეგროვებას. ავსტრიაში აღნიშნული ოპერაციის ღირებულებაა 300 000 ევრო.

დედაქალაქის მერია და უშუალოდ თბილისის მერი კახა კალაძე მზად არიან, პატარა ანიტას დაეხმარონ. მერიის წარმომადგენლები ოჯახთან კონტაქტზე არიან.

2 წლის ანიტას დედა, მარიკო სადრაძე თავის Facebook-გვერდზე კახი კალაძის მისამართით მადლობის წერილს აქვეყნებს: „ვიცი, ბატონ კახის არ უყვარს აფიშირება, მაგრამ მე რომ საჯარო მადლობა არ გადავუხადო, უბრალოდ, გული გამისკდება… ყოველდღე მისი უშუალო დავალებით მეკონტაქტებოდნენ და გამოთქვამდნენ მზაობას დახმარებისთვის (თუმცა, რა თქმა უნდა, რა თანხით დახმარებაზეა საუბარი არ ვიცოდი და არც ახლა ვიცი). ყველაზე გულის ამაჩუყებელი ჩემთვის იცით რა იყო? არა თანხით დახმარება, არამედ თურმე ბატონი კახი ყოველ დღე კითხულობდა, როგორ არის ის პატარა გოგოო. დღეს მომწერეს, რომ საკუთარი ფინანსებით 30 000 ლარს ურიცხავს ჩემს ოჯახს. როდესაც კალკულაცია მექნება, მერია მზადყოფნას აცხადებს დახმარებისთვის. მსგავსი შეტყობინება შემომივიდა დღეს. ეს დღეები იმდენი ემოცია აირია ჩემს თავში, უკვე აზრების დალაგება მიჭირს… “.

სანამ მერია ჩაერთვებოდა, უცხო თუ ნაცნობმა ხალხმა 100 ათას ევროზე მეტის შეგროვება შეძლეს. ბავშვის დედა თითოეული ადამიანისთვის მადლიერებას გამოთქვამს.

ანიტას დასახმარებლად აქტიური კამპანი მიმდინარეობს სოციალურ ქსელშიც. დახმარების სურვილი ემიგრანტებმაც გამოთქვეს.

სოციალურ ქსელში შექმნილ გვერდზე, სახელად „ანიტასთვის“  მშობლები შვილების ფოტოებს დებენ, სადაც ჩანს, რომ ბავშვები მზად არიან ქველმოქმედების მიზნით გაყიდონ საკუთარი ნახატები და ანიტას დასახმარებლად თანხა შეაგროვონ. ასევე, ბავშვების დიდმა ნაწილმა, ანიტას მძიმე მდგომარეობის გაგების შემდეგ, საკუთარი ყულაბები გახსნა.

ანიტას დასახმარებლად თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშის ნომრებზე: „თიბისი“ ბანკი – GE38TB7855945064300017; „საქართველოს ბანკი“ – GE28BG0000000100761966 – მიმღები ლია ჩხაიძე (ანიტას ბებია).

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close