fbpx
მსოფლიოკრიმინალისაზოგადოება

სტამბოლში მსოფლიო პატრიარქის სახლში მძარცველები შეიჭრნენ

სტამბოლში, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს სახლში მძარცველები შეიჭრნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ORTHODOXTIMES-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამი ნიღბიანი მძარცველი მსოფლიო პატრიარქის სახლში შეიჭრა. ისინი მოსამსახურე ქალმა შეამჩნია, რომელიც ამ დროს სახლში მარტო იმყოფებოდა და დაუყოვნებლივ გამოიძახა პოლიცია. სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს. გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველებს არაფერი წაუღიათ. ინციდენტი გასულ შაბათს, 16 ნოემბერს მოხდა.

მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს სახლი თარაბიაში – სტამბოლის დაცულ რაიონში მდებარეობს. უცნობია, როგორ შეძლეს მძარცველებმა სახლში ისე შეღწევა, რომ დაცვის სამსახურმა ვერ შენიშნა. სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ნათლად ჩანს, როგორ შედის 3 ნიღბიანი მამაკაცი სახლში, სადაც მოსამსახურე ქალი იმყოფება, რომელმაც მძარცველები შეამჩნია.

ამ ფაქტთან დაკავშირებით კითხვები ჩნდება. როგორც ბერძნული გაზეთი „Anatoli“ წერს, ძარცვის მცდელობა მაშინ მოხდა, როდესაც მსოფლიო პატრიარქი ბართლომე კონსტანტინოპოლის (სტამბოლი) ცენტრში საღამოს წვეულებაზე იმყოფებოდა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close