fbpx
საზოგადოებასაქართველო

თბილისში ხვალ თოვლია მოსალოდნელი

22-23 ნოემბერს თბილისის ცალკეულ უბნებში შესაძლოა მოთოვოს, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია ნათქვამი.

„21-23 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი, ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი, დასავლეთ საქართველოში კი მხოლოდ დღეს ზოგან იწვიმებს, ხვალიდან კი ისევ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობზე და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

თბილისში 21 ნოემბერს ცივი, ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება, ხოლო 22-23 ნოემბერს ქალაქის ცალკეულ უბნებში შესაძლოა, თოვლიც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში 0, +2, დღისით კი +2, +4 გრადუსი იქნება“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ცნობით, 24-25 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის, თბილისშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თუმცა ღამის საათებში თბილისში ტემპერატურა -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close