იტალიამიგრაციასაზოგადოება
დემოკრატიული პარტიის ლიდერი გამოდის წინადადებით, ყველას, ვინც იტალიაში დაიბადა, მოქალაქეობა მიენიჭოს
იტალიის სამთავრობო კოალიციაში შემავალი ლიბერალური დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ნიკოლა ძინგარეტიმ 17 ნოემბერს ბოლონიაში, დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე ახალ სამთავრობო პროგრამაზე საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყანაში უნდა შემოიღონ ე. წ. IUS SOLI ანუ პრინციპი, რომლის თანახმადაც იტალია მოქალაქეობას მიანიჭებს ყველას, ვინც მის ტერიტორიაზე დაიბადა. ამის თაობაზე იტალიური მედია წერს.
ამ პრინციპის დამტკიცების შემთხვევაში მისით ისარგებლებენ და მოქალაქეობას მიიღებენ ქვეყანაში მცხოვრებ არალეგალ იმიგრანტთა შვილები.
თუმცა ახლო მომავალში ამგვარი კანონის მიღება საეჭვოა – მემარჯვენე ცენტრისტული ოპოზიცია კატეგორიული წინააღმდეგია, ხოლო დემოკრატების პარტნიორები მმართველ კოალიციაში, „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ ლიბერალებმა შეუფერებელი დრო აირჩიეს ასეთი საკითხის განსახილველად.
„უამინდობამ იტალია დააზარალა, ტარანტოში 11 000 მუშის მომავალი გაურკვეველია და ius soli-ზე საუბრობენ, შოკში ვარ“, – ასეთი იყო ლუიჯი დი მაიოს კომენტარი ნიკოლა ძინგარეტის განცხადებაზე.
კომენტარები