fbpx
newsიტალიასაზოგადოება

დედა და შვილი გარდაცვლილები იპოვეს ვენეციაში

დედა და შვილი გარდაცვლილები იპოვეს საკუთარ სახლში, ვენეციაში, კასტელოს რაიონში. სავარაუდოდ, უბედური შემთხვევის მიზეზი ნახშირბადის მონოქსიდი (CO, მხუთავი აირი) გახდა. ინფორმაციას გამოცემა ANSA ავრცელებს.

შემთხვევის ადგილზე კარაბინერები მივიდნენ. ქალი 70 წლამდე ასაკის იყო, მისი ვაჟიშვილი – 40-ის. იგი მესტრეში ცხოვრობდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ დედასთან ჩავიდა, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ წყალდიდობის დღეებში მისი მარტო დატოვების შეეშინდა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close