მსოფლიოქართველები უცხოეთშისაზოგადოებასპორტი

თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა (ვიდეო)

ვიტორიული „ბასკონიას“ ქართველი კაპიტანი ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.

თორნიკე შენგელიას წინამძღოლობით ბასკურმა გუნდმა „ობრადორიო“ ანგარიშით 92:79 დაამარცხა, ქართველი ლეგიონერი კი ორივე გუნდის კალათბურთელებს შორის საუკეთესო იყო. შენგელიამ „ბასკონიაში“ პირადსარეკორდო 29 ქულა ჩააგდო, რასაც 7 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაყოლა.

შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტი 32-ს გაუტოლდა, რაც არა მხოლოდ ამ მატჩის, არამედ მთლიანად მე-8 ტურის საუკეთესო შედეგი იყო და ქართველი ფორვარდი ტურის MVP გახდა.

შენგელია ტურის MVP ლიგა ენდესაში (Liga Endesa) მეხუთედ გახდა, ამ სეზონში კი – პირველად. შენგელია ამ სეზონში უკვე ორჯერ გახდა ევროლიგის ტურის MVP.

8 ტურის შემდეგ მარგი ქმედების კოეფიციენტით ლიგა ენდესაში ნიკოლა მიროტიჩი ლიდერობს – 26.4. მეორე ადგილზე გიორგი შერმადინია – 23.6, მესამეზე კი – თორნიკე შენგელია – 19.4. ბექა ბურჯანაძე 9.4 მაჩვენებლით 43-ე პოზიციაზეა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close