„რანკერზე“ მიმდინარე გამოკითხვაში ყველა დროის საუკეთესო მწერლების რეიტინგში შოთა რუსთაველი პირველ ადგილზეა

ვებგვერდ „რანკერზე“ მიმდინარე ინტერეტგამოკითხვაში ყველა დროის საუკეთესო მწერლების რეიტინგში ამ დროისთვის პირველ ადგილზე შოთა რუსთაველია.

რეიტინგში მას მოსდევენ უილიამ შექსპირი, თეოდორ დოსტოევსკი, ლევ ტოლსტოი, ჩარლზ დიკენსი, ჯ.რ.რ. ტოლკინი, ჯორჯ ორუელი, ჰომეროსი, ედგარ ალან პო, მარკ ტვენი, ვიქტორ ჰიუგო, ერნსტ ჰემინგუეი, დანტე ალიგიერი და სხვები.

„რანკერი“ ციფრული მედიაკომპანიაა, რომლის შტაბ-ბინაც ლოს-ანჯელესშია. ვებგვერდზე სხვადასხვა საკითხზე ასობით ინტერნეტგამოკითხვა იმართება. „რანკერს“ თვეში 49 მილიონი უნიკალური ვიზიტორი ჰყავს.

ranker.com-ზე გამოკითხვა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე და ხმა მისცეთ თქვენთვის სასურველ მწერალს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები