კინო/ფილმებისაზოგადოებასაქართველო

სკანდალი გრძელდება – რეჟისორს ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გადაღებული ბავშვების მშობლები და ტაძრის მგალობელი უჩივის

ლევან აკინი ახალ სკანდალში გაეხვა. მას მომჩივანები გამოუჩნდნენ, რომლებიც სარჩელით სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავენ. მომჩივანებს შორის არის მგალობელი. დეკანოზი გიორგი რაზმაძე აცხადებს, რომ ფილმში მოტყუებით გააბეს მისი ტაძრის მგალობელი, მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი, მალხაზ ქოიავა, რომელმაც ერთ-ერთ სცენაში ქართული სიმღერა „წინწყარო“ შეასრულა. დეკანოზი ჰყვება, რომ ქოიავას მოატყუეს და უთხრეს, რომ ფილმი ქალ-ვაჟის ტრადიციულ სიყვარულზე იყო.

ფილმის რეჟისორს უჩივიან მშობლები, რომლებიც ამბობენ, რომ როცა ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა, მათი შვილი 12 წლის იყო და მათ ფილმის შინაარსის შესახებ არაფერი იცოდნენ.

„როცა ჩემი შვილი ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გადაიღეს, ის 12 წლის იყო. დღეს ბავშვი 13 წლისაა. არც ბავშვმა და არც ჩვენ, მშობლებმა არაფერი ვიცოდით, თუ ასეთ ფილმზე იყო საუბარი, თუ გეი სიყვარულზე გადაღებულ ფილმში უნდა მიეღოთ არასრულწლოვან ბავშვებს მონაწილეობა“, – ამის შესახებ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კიდევ ერთი მონაწილის დედამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ზიზი ტოგონიძემ თქვა, ის ფილმის შემქმნელებს სხვა მშობლებთან ერთად უჩივლებს და გამოძიებას დაელოდება.

„საბავშო სტუდიიდან მოხდა ბავშვების წაყვანა. ხშირად მიჰყავდათ ბავშვები გადაღებებზე და ეჭვი არაფერში შეგვპარვია. მითხრეს, რომ ქართული ცეკვის ტრადიციაზე იყო ეს ფილმი. არანაირ ლგბტ თემა არ მოიაზრებოდა ამაში. მოგვიანებით გავიგე, რომ ფილმი „კანზე“ წარადგინეს. მისი შინაარსის შესახებ არაფერი ვიცოდი. ჩავთვალე, ფილმი უნდა მენახა. როცა ვნახე, სწორედ ის რეაქცია მქონდა, რაც ნორმალურ ადამიანს უნდა ჰქონდეს ამ ფილმზე. ბავშვი 12 წლის იყო როცა გადაიღეს, ახლაა 13 წლისაა“, – განაცხადა არასრულწლოვანი ბავშვის დედამ.

სხვა მშობლებთან ერთად, მისი მოთხოვნაა, ფილმი კინოჩვენებიდან ამოიღონ.

ფილმის პრემიერა საქართველოში 8-10 ნოემბერს, პროტესტის ფონზე გაიმართა

წყარო: პრაიმტაიმი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close