მიგრაციამსოფლიოპოლიტიკასაზოგადოება

არალეგალეგალი იმიგრანტები ნიუ-იორკის შტატში მართვის მოწმობის აღებას, სავარაუდოდ, დეკემბრიდან შეძლებენ

არალეგალი იმიგრანტები ნიუ-იორკის შტატის ტერიტორიაზე მართვის მოწმობის აღებას, სავარაუდოდ, დეკემბრიდან შეძლებენ. საქმე ის არის, რომ ფედერალურმა სასამართლომ უარყო სარჩელი ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებული კანონის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.

ე. წ. „მწვანე შუქის კანონი“ ნიუ-იორკის შტატის სენატმა მიმდინარე წლის ივნისში მიიღო. კანონს ნიუ-იორკის დემოკრატმა გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ მოაწერა ხელი და მის საფუძველზე არალეგალ მიგრანტებს ავტომობილის მართვის უფლების მიღება შეუძლიათ, თუმცა დოკუმენტი ძალაში ვერ შევიდა იმიტომ, რომ სასამართლოში გასაჩივრდა – მოსარჩელის მტკიცებით, არალეგალი მიგრანტებისთვის მართვის მოწმობის გაცემა არაკონსტიტუციურია. მოსამართლემ კი მიიჩნია, რომ კანონი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება და სარჩელზე უარყოფითი გადაწყვეტილება გამოიტანა.

ამგვარი გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეების თქმით, ეს კანონი არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობა იქნება. მომხრეების არგუმენტი კი ის არის, რომ არალეგალ მიგრანტებს მართვის მოწმობის აღებით შესაძლებლობა ეძლევათ, დასაქმდნენ და თავიანთი ოჯახები პატიოსანი შრომით არჩინონ.

როგორც გამოცემა „ნი-იორკ პოსტი“ წერს, კანონის ამოქმედებამდე სასამართლომ კიდევ ერთი საჩივარი უნდა განიხილოს. თუ ფედერალური სასამართლო ამ სარჩელსაც არ დააკმაყოფილებს, მაშინ 14 დეკემბერს კანონი ძალაში შევა და არალეგალი მიგრანტები ნიუ-იორკის შტატის მთელ ტერიტორიაზე მართვის მოწმობის მიღებას შეძლებენ.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ ნიუ-იორკი იქნება მე-13 შტატი, რომელიც არალეგალებისთვის ამგვარ შესაძლებლობას უშვებს. ამჟამად არალეგალებს გამოცდის ჩაბარება და მართვის მოწმობის აღება შეუძლიათ აშშ-ის 12 შტატში, ესენია: კალიფორნია, ვაშინგტონი, ნევადა, იუტა, კოლორადო, ნიუ-მექსიკო, ილინოისი, ვერმონტი, კონექტიკუტი, მერილენდი, ორეგონი, დელავერი.

გასათვალისწინებელია ერთი ნიუანსიც: მიგრაციულ სამსახურსაც ეძლევა შესაძლებლობა მეტი ინფორმაცია მიიღოს შტატში მყოფი არალეგალი იმიგრანტების შესახებ და დეპორტაციისთვის გამოიყენოს.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close