fbpx
მსოფლიოტექნოლოგიებიჯანმრთელობასაზოგადოება

რატომ არის საშიში ციფრული „ძიძა“ – ახალი კვლევა

სულ უფრო მეტი მშობელი აძლევს შვილებს ნებას თავისუფლად ითამაშონ და მოიხმარონ მობილური ტელეფონები და ტაბლეტები. აშშ-ში ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, თუ რამდენად საშიშია ასეთი ციფრული „ძიძა“. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა FOCUS-ი ავრცელებს. 

ცინცინატის ბავშვთა სამედიცინო ცენტრის მეცნიერთა ჯგუფმა კვლევის შედეგად დაადგინა, რომ ბავშვების მიერ ელექტრონული მოწყობილობების ზედმეტად დიდი ხნის განმავლობაში მოხმარება უარყოფითად მოქმედებს თავის ტვინის თეთრ მატერიაზე, რომელიც წამყვან როლს ასრულებს მეტყველებისა და წერითი უნარების განვითარებაში.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა გააანალიზეს 2-3 წლის 47 ბავშვის თავის ტვინის მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის სურათები. იმის მიხედვით, თუ რა სიხშირით იყენებენ ბავშვი გაჯეტებს, ტვინში თეთრი ნივთიერების მოცულობის რაოდენობები იცვლებოდა: „ბავშვებს, რომლებიც სმარტფონს ან ტაბლეტს მშობლების მეთვალყურეობის გარეშე, დღეში ერთ საათზე მეტხანს იყენებდნენ, ტვინის ნაკლებად განვითარებული სტრუქტურები აქვთ“, – წერია კვლევაში.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close