საზოგადოებაnewsსაქართველო

ტყის ძლიერი ხანძრის ჩასაქრობად აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა დახმარებას რუსეთისგან ელის

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, მაღალმთიანი სოფლის, ფსხუს ტყის მასივში ძლიერი ხანძარია. ცეცხლი 10 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზეა მოდებული და მისი ჩაქრობა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტრო თავის ვებგვერდზე აქვეყნებს.

მათივე ცნობით, მაშველებმა ტერიტორია ვერტმფრენიდან დაათვალიერეს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ტრაექტორიიდან, თუმცა ზუსტი სურათის და ცეცხლის გავრცელების საზღვრების დადგენა ვერ შეძლეს ძლიერი კვამლის გამო. დე ფაქტო უწყება აცხადებს, რომ ცეცხლის მრავალი კერა არსებობს, ხანძარი რთულად მისადგომ ადგილებში ვრცელდება და მისი ჩაქრობა მხოლოდ სპეცავიაციის გამოყენებითაა შესაძლებელი, ამიტომ არ გამორიცხავს, რომ დასახმარებლად რუსეთს მიმართავენ.

სოფელი ფსხუ სოხუმიდან 150 კილომეტრში, აფხაზეთის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 760 მეტრზე.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close