fbpx
კრიმინალისაზოგადოებასაქართველო

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების საწინააღმდეგო აქციებზე 27 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ოსკარზე“ წარდგენილი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების საწინააღმდეგო დემონსტრაციებზე 27 ადამიანი დააკავა.

„კანონდამრღვევი პირების დადგენისა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მიზნით მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი ფოტო-ვიდეომასალების დამუშავება“, – აცხადებს შსს.

უწყების ცნობით, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობის ბრალდებით 24 ადამიანი დააკავეს თბილისში, ხოლო 3 – ბათუმში. ფილმის ჩვენებისას აქციების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით 4 ფაქტზე დაიწყო გამოძიება:

  • ანა სუბელიანის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე – დაკავებულია ერთი ბრალდებული;
  • დავით ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტზე;
  • პოლიციელებზე თავდასხმისა და ორი პოლიციელის დაშავების ფაქტზე;
  • შსს-ს კუთვნილი ავტომობილის დაზიანების ფაქტზე.

ულტრანაციონალისტური ჯგუფების პროტესტისა და კინოჩვენების ჩაშლის მუქარის მიუხედავად გეი თემატიკის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ 8 ნოემბერს დაგეგმილი ყველა ჩვენება მოეწყო.

radiotavisupleba.ge

P. S. თბილისში მიმდინარე პროტესტის ფონზე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ წარმატებები გრძელდება. ამჯერად მსახიობი ლევან გელბახიანი, რომელმაც ფილმში მთავარი როლი შეასრულა, ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზეა წარდგენილი.

მისი კონკურენტები ანტონიო ბანდერასი, ჟან დიუჟარდენი, პიერფრანჩესკო ფავინო, ალექსანდერ შირი და ინგვარ სიგუროსონი არიან. დაჯილდოვების ცერემონია 2019 წლის 7 დეკემბერს, ბერლინში გაიმართება.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close