fbpx
საზოგადოებახელოვნებასაქართველო

ქუთაისმა მსოფლიო ვარსკვლავებს უმასპინძლა

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში საქველმოქმედო გალა კონცერტი გაიმართა. კონცერტში მსოფლიო ვარსკვლავები – ანტონელო პალომბი, რაფალ სივეკი, ვესელინა კაზაროვა, ნინო სურგულაძე და ანა ჭანია მონაწილეობდნენ. საღამოს რეჟისორი იყო რეზი ქაროსანიძე, ორკესტრის დირიჟორი კი – რევაზ ჯავახიშვილი.

საქველმოქმედო კონცერტი ქართველი მეცო-სოპრანოს, საქველმოქმედო ფონდ „ნატვრის ხის“ დამფუძნებლის, ნინო სურგულაძის ინიციატივით გაიმართა. ღონისძიების მხარდამჭერი იყო იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.

ღონისძიებიდან შემოსული თანხით იმერეთის რეგიონში მცხოვრებ მძიმედ დაავადებულ ბავშვებს დაეხმარებიან, რომლებსაც საზღვარგარეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ.

ფონდმა „ნატვრის ხემ“ დაარსების დღიდან 60-ზე მეტი არასრულწლოვანი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა და 300-ზე მეტ მრავალშვილიან ოჯახს აღმოუჩინა დახმარება.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close