კრიმინალისაქართველო

კახეთში სადისტური მკვლელობის ახალი დეტალები – რატომ მოკლეს 61 წლის მარტოხელა ქალი, რომელიც სკოლასთან ღვეზელებს ყიდდა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში სასტიკი მკვლელობა მოხდა. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ჰყვებიან, რომ 61 წლის ქალი მოკლული პირველად მეზობელმა იპოვა. ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა და გარდაცვლილის ცხედარი პირველად მეზობელმა აღმოაჩინა, რომელმაც შემდეგ მის ძმისშვილს დაურეკა.

მეზობელს მოკლული ქალის შვილმა ესპანეთიდან დაურეკა და უთხრა, რომ დედა ტელეფონზე არ პასუხობდა და სახლში მიეკითხა იმის გასაგებად, როგორ იყო.

ეზოში შესულ მეზობელს სახლის კარი ღია დახვდა, ძახილზე კი ქალი გარეთ არ გამოდიოდა. ფანჯრიდან შეხედვის შემდეგ არეული ოთახი და სკამზე მჯდომი ქალი დაინახა, რომელსაც პირი, ხელები და ფეხები წებოვანი ლენტით ჰქონდა გაკრული. მეზობელი მაშინვე დაეჭვდა, რომ რაღაც უბედურება მოხდა.

ამის შემდეგ მან მოკლული ქალის ძმისშვილს დაურეკა და მეზობლებსაც დაუძახა. მათივე ინფორმაციით, ქალი ნაწამებია. ჯერჯერობით უცნობია, სახლიდან არის თუ არა რაიმე წაღებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ პოლიცია ამ ეტაპზე დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

„სახლის მთელი მინები ჩალეწილი იყო, იქაურობა კი – საშინლად არეული. ნივთები აქეთ-იქით ეყარა. როგორც ჩანს, რაღაცას ეძებდნენ. გარდაცვლილი 61 წლის თამარ ბაღაშვილი სახლში მარტო ცხოვრობდა.

მეუღლე სამი წლის წინ გარდაეცვალა. სკოლასთან ახლოს ღვეზელებს ყიდდა, შვილი კი ესპანეთში ცხოვრობს და იქიდან ურეკავდა ხოლმე. არ არის გამორიცხული, რომ გაქურდვის მიზნით შევიდნენ და ქალი გაგუდეს.

მეზობელი შევიდა პირველი. მან ნახა და შემდეგ მისი ძმისშვილიც მოვიდა. რა არის წაღებული ჯერ არავინ არაფერი არ იცის, პოლიცია დეტალებს არ ახმაურებს. მეზობელმა, ვინც დაინახა ამბობს, რომ წამების კვალი ეტყობა“, – ამბობს ადგილობრივი მცხოვრები ბებულა გელაშვილი „რეზონანსთან“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close