მსოფლიოსაზოგადოება

საფრანგეთის ეკლესია მღვდელი პედოფილების მსხვერპლთ კომპენსაციას გადაუხდის

საფრანგეთის ეკლესიის ეპისკოპოსებმა ერთობლივი კენჭისყრის საფუძველზე გადაწყვიტეს,  მღვდელი პედოფილების მსხვერპლთ კომპენსაცია გადაუხადონ. ინფორმაციას ფრანგული მედია ეპისკოპოსების კონფერენციის წარმომადგენელზე ერიკ მულენ-ბოფერზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეპისკოპოსები პლენარულ სხდომაზე ქალაქ ლურდში შეიკრიბნენ და საფრანგეთის კათოლიკურ ეკლესიაში მიმდინარე პროცესები განიხილეს.

სექსუალურმა ძალადობამ არასრულწლოვანებზე რომაულ-კათოლიკურ ეკლესიაში პაპი ფრანცისკე სერიოზულად აღაშფოთა. 2016 წელს მან ეპისკოპოსების გათავისუფლების პროცედურა გაამარტივა, რადგან ისინი ეკლესიაში პედოფილიის პრობლემის იგნორირებას ახდენდნენ. 2018 წელს რომის პაპმა მორწმუნეებს სპეციალური გზავნილით უპასუხა, რომლითაც მან ეკლესიის მსახურთ მონანიებისაკენ მოუწოდა. 2019 წლის თებერვალში კი ფრანცისკემ განაცხადა, რომ არასრულწლოვანების მიმართ ეკლესიის მღვდლების მიერ განხორციელებული პედოფილიის თითოეული შემთხვევა უმკაცრესად განიხილება.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close