საზოგადოებასაქართველო

გიორგი მარგველაშვილი: პატრიარქმა „კაგებეს“ გაუძლო და ეს კოღოს ნაკბენები ვერ შეარყევენ

სინოდის 31 ოქტომბრის სხდომის შემდეგ, საღამოს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პატრიარქ ილია II-ს შეხვდა საპატრიარქოში, რის შემდეგაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადებები „ზურგის“ გარეშე არ კეთდება.

„კაგებეს სპეცსამსახურები ცდილობდნენ, რომ მისი ღირებულებები შეეცვალათ, იმ ფონზე, როდესაც პატრიარქმა კაგებეს გაუძლო, ეს კოღოს ნაკბენები მისი რამენაირად შემრყევი არ არის“, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპატრიარქოს დატოვების შემდეგ.

გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პატრიარქი მხნედ არის.

„მე დამხვდა კათოლიკოს-პატრიარქი, ნათელი ადამიანის თვალები, რომელსაც ბოლო 40 წელია, ვიცნობ. მივხვდი, რომ მის უწმინდესობას გავლილი აქვს არაერთი მძიმე დღე ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლაში. ის მტკიცედ დგას შეთითხნილი, მარტივი ინტრიგების ზემოთ. მე დავინახე პატრიარქი, რომელიც ვერ გატეხა ვერც „კაგებემ“ და ვერც სხვა სპეცსამსახურებმა. პატრიარქი არის მხნედ, ხედვა აქვს ხვალინდელი დღის და პერსპექტივის. ჩვენზეც, საზოგადოებაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული, რომ რაღაცნაირად თვითგანადგურება არ განვახორციელოთ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

სინოდის  სხდომიდან პირველი პეტრე ცაავა გამოვიდა, რომელმაც თქვა, რომ პატრიარქმა ის მღვდელმთავრობიდან გადააყენა. მან ასევე განაცხადა, რომ „ერს ჰყავს პედარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე“.

სინოდის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პეტრე ცაავა წალკელმა ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლმა შეცვალა, ხოლო მეუფე იაკობს, რომელიც ამბობდა, რომ ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ, მღვდელმთავრობა შეუნარჩუნდა. 28 ოქტომბერს მეუფე იაკობმა პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობა დატოვა.

მეუფე იაკობის განცხადებების შეფასების შემდეგ საქართველოს პროკურატურა განმარტავს, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი ვერ გახდება ისეთი საჯარო განცხადება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილის სინამდვილეს განმცხადებელი თავად უარყოფს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close