მილიონერი ქალის ცხედარი მისივე ბინაში მაცივარში ჩაბეტონებული იპოვეს

ტაილანდელი მილიონერი ბიზნესვუმენი გარდაცვლილი იპოვეს. ქალის სხეული მისივე ბინაში, მაცივარში იყო ჩაბეტონებული, – ამის შესახებ DAILY MAIL-ი წერს.

სამშენებლო ბიზნესში ჩართული ტაილანდელი მილიონერი ვანი ჟირაჩაროენინგი (Wannee Jiracharoenying) 18 ოქტომბერს გაუჩინარდა. იგი უკანასკნელად ტაძარში ნახეს,  ჩიანგ მაიში, ტაილანდის ჩრდილოეთ ნაწილში.

მას შემდეგ, რაც ქალმა სატელეფონო შეტყობინებებზე არ უპასუხა, ძმამ მისი ძებნა იმ ადგილებში დაიწყო, სადაც ვანი უკანასკნელად ნახეს, თუმცა ვერ იპოვა.

გარდაცვლილი ქალის სხეული მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც მისმა მეზობლებმა პოლიციაში დარეკეს და განაცხადეს, რომ სახლიდან აუტანელი სუნი გამოდიოდა. სხეული იმდენად დამახინჯებული იყო, რომ საავადმყოფოში გაგზავნეს იდენტიფიცირებისთვის.

პოლიციელების განცხადებით, მილიონერის საბანკო ანგარიშიდან მოხსნილია დიდი რაოდენობით ფული, დაკარგულია, ასევე, მისი საკრედიტო ბარათები და მანქანაც.

სამართალდამცველები ეძებენ ქალის მეგობარს, რომელიც აგრეთვე გაუჩინარდა. ცნობილია მხოლოდ მისი სახელი – ოომი (Oom). პოლიცია ვარაუდობს, რომ მას შეუძლია მიაწოდოს სამართალდამცველებს ინფორმაცია მილიონერი ბიზნესვუმენის სავარაუდო მკვლელობაზე, რომელმაც 100-ობით ათასი ფუნტი საქველმოქმედო მიზნებისთვის გაიღო.

მიმდინარეობს საზღვრების კონტროლი, რათა შეამოწმონ, დატოვა თუ არა ქვეყანა გარდაცვლილის მეგობარმა.

კომენტარები