იტალია, სავარაუდოდ, 2019 წლის ბოლომდე შეიტანს შესწორებებს უსაფრთხოების და არალეგალური მიგრაციის დეკრეტებში, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ლუჩანა ლამორჯეზემ (LUCIANA LAMORGESE). ამის თაობაზე 30 ოქტომბერს გამოცემა ADNKRONOS-ი იუწყება.
როგორც ცნობილია, უსაფრთხოების და მიგრაციის დეკრეტები ლამორჯეზეს წინამორბედის, ყოფილი შს მინისტრის, მატეო სალვინის ინიციატივით მიიღეს.
მინისტრმა აღნიშნა, რომ დოკუმენტებში ცვლილებები შევა სახელმწიფოს ფორმალური მეთაურის, პრეზიდენტ სერჯო მატარელას მითითებების შესაბამისად ანუ ისინი „შერბილდება“.
ჟურნალისტების კითხვაზე, ეს 2019 წელს მოხდება თუ არა, მინისტრმა უპასუხა: „მე ასე ვფიქრობ“.
ნიკო აბაშიშვილი
მსგავს თემაზე: „სალვინის დეკრეტი“ – იტალიის საიმიგრაციო კანონმდებლობაში შესული ცვლილებები მუხლობრივად
კომენტარები