fbpx
მსოფლიოპოლიტიკასაზოგადოება

სიმღერაში ტრამპის მიმართ მუქარის გამო ემინემი დაკითხეს

ამერიკელი რეპერი EMINEM-ი სიმღერებში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და მისი ქალიშვილის ივანკა ტრამპის მიმართ მუქარის გამო ​აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა დაკითხა. ინფორმაციას ამის შესახებ სამსახურის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით გამოცემა BUZZFEED-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ რეპერის ქმედებებს საიდუმლო სამსახურში „მიუღებელს“ უწოდებენ, ვინაიდან ის „დაცვის ქვეშ მყოფ პირებს ემუქრებოდა“.

საუბარია სიმღერა Framed-ის ტექსტზე, რომელშიც რეპერი აშშ-ის პრეზიდენტს Donald Duck-ს („იხვი დონალდი“) უწოდებს და ორაზროვნად ივანკა ტრამპს იხსენიებს. გავრცელებული ინფორმაციით, სიმღერის შინაარსის შესახებ საიდუმლო სამსახურს გამოცემა TMZ-ის თანამშრომელმა შეატყობინა, თუმცა Buzzfeed-ი ვარაუდობს, რომ ჟურნალისტმა, უბრალოდ, ძალოვანი უწყების კომენტარი გამოითხოვა.

Buzzfeed-ის ინფორმაციით, რეპერის დაკითხვის შემდეგ საქმე დაიხურა.

წყარო: inedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close