მიგრაციამსოფლიოსაზოგადოებასაბერძნეთი

6 დაშავებული, ერთი დაკარგული და ერთი დაღუპული ბავშვი – საბერძნეთის სასაზღვრო პატრულის კატერი მიგრანტების ნავს შეეჯახა

6 ადამიანი დაშავდა, ერთი 3 წლის ბიჭუნა დაიღუპა და ერთი ადამიანი დაიკარგა მიგრანტების ნავის სანაპირო დაცვის კატერთან შეჯახების შედეგად. ინციდენტი საბერძნეთის კუნძულ კოსთან ახლოს მოხდა. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

სანაპირო დაცვის ცნობით, ზღვაში 3 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. 26 წლის ახალგაზრდა მამაკაცის ძებნა, რომელიც, აგრეთვე, მიგრანტების ნავზე იმყოფებოდა, გრძელდება.

შემთხვევა კუნძულ კოსის (საბერძნეთის კუნძული ეგეოსის ზღვაში, დოდეკანესის არქიპელაგი) ჩრდილოეთით სანაპირო დაცვის კატერის პატრულირებისას მოხდა. სანაპირო დაცვის ოფიცრების თქმით, მიგრანტების ნავი, რომელსაც სანავიგაციო განათება არ ჰქონდა, მათ კატერს შეეჯახა, რის შედეგადაც ნავიდან ზღვაში 34 ადამიანი გადავარდა.

სანაპირო დაცვის, ЕС Frontex-ის პატრულმა თავიდან 31 ადამიანი გადაარჩინა. მაშველებმა კუნძულიდან აღმოსავლეთით ცოცხალი იპოვეს 28 წლის მამაკაციც, რომელიც ასევე ნავიდან გადავარდა და დაკარგულად ითვლებოდა. საძიებო ოპერაციაში ჩაერთო სანაპირო დაცვის 3 ბერძნული კატერი, ვერტმფრენი Super Puma და კერძო ნავი შეუერთდა. ტრაგედიის რაიონში დაკარგულ 26 წლის მამაკაცს სამხედრო-საზღვაო ფლოტის დაივერებიც ეძებენ.

დაშავებულები კუნძულ კოსზე მდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close