fbpx
კრიმინალისაზოგადოებასაქართველო

აღაიანში დედის მიერ მოკლული ჩვილის მამა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებისგან გაათავისუფლა

გორის რაიონულმა სასამართლომ მიხეილ დვალიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე იმსჯელა. მოსამართლე შალვა კაკაურიძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დვალიშვილი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა. მან ასევე დაკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა პროცესის სრულად დახურვის თაობაზე. 

პროკურორი მიხეილ ბერიაშვილი დვალიშვილისთვის აღკვეთის სახით 5000 ლარის გირაოს ითხოვდა.

ბრალდების მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს. ამ საქმზე შემდეგი სხდომა 10 დეკემბერს გაიმართება.

აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობისთვის ბრალდებული არასრულწლოვანი დედის მეუღლეს ბრალი გუშინ წარუდგინეს. მას გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით ედავება, რაც 16 წელს მიუღწეველთან სექსუალურ ურთიერთობას გულისხმობს და 7-იდან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე: კასპში დედის მიერ მოკლული ჩვილის მამას დღეს ბრალი წარედგინა

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close