ეკონომიკაიტალიასაზოგადოება

იტალია: ისტორიაში პირველად პროფკავშირების საყოველთაო გაფიცვა მთელ რომს მოიცავს

ისტორიაში პირველად პროფკავშირების საყოველთაო გაფიცვა რომში 25 ოქტომბერს მოეწყობა, – ამის თაობაზე ადგილობრივი მედია იუწყება.

გაფიცვა არა მარტო საქალაქო ტრანსპორტის ყველა სახეობას შეეხება: მეტროს, ავტობუსებისა და სარკინიგზო ტრანსპორტის გარდა არ იმუშავებენ საქალაქო მუზეუმები, ნაგვის გატანის სამსახურები, აგრეთვე, ზოგიერთი სხვა საქალაქო სამსახური.

გაფიცვა 24 საათს გასტანს, თუმცა 5:30-8:30 და 17:00-20:00 საათებში სატრანსპორტო სფეროს მუშაკები მგზავრთა ე. წ. „გარანტირებულ“ გადაყვანას განახორციელებენ.

პროფკავშირებს არადამაკმაყოფილებლად მიაჩნიათ რომის ადმინისტრაციის მუშაობა, დედაქალაქის მერის, ვირჯინია რაჯის ხელმძღვანელობით. მთავარი პრობლემები, რომლებთან გამკლავებასაც, მათი აზრით, ადმინისტრაცია ვერ ახერხებს, არის ნაგვის გატანა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართული მუშაობა.

დღეს „ლიგის“ ლიდერმა მატეო სალვინიმ მოუწოდა რომის მერს, ვირჯინია რაჯის, ნებაყოფლობით დატოვოს თანამდებობა. მისი თქმით, არაფერი საწინააღმდეგო არ აქვს პიროვნულად მის მიმართ, თუმცა იგი „აშკარად ვერ ართმევს თავს საკუთარ მოვალეობებს“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close