მსოფლიოსაზოგადოება

ბრიტანული ოჯახი 22-ე შვილს ელოდება (ფოტო)

ბრიტანული ოჯახი 22-ე შვილს ელოდება. 44 წლის სიუ რედფორდმა „იუთუბის“ არხზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ იგი ორსულად არის.

რედფორდების ოჯახი დიდ ბრიტანეთში ყველაზე მრავალრიცხოვანია. მათ 21 შვილი ჰყავთ – 11 გოგონა და 10 ბიჭი. ქალს იმედი აქვს, რომ 22-ე ბავშვი ბიჭი იქნება და ოჯახში „გენდერული ბალანსი დაცული იქნება“.

პირველი შვილი სიუ რედფორდმა 1989 წელს გააჩინა, როდესაც იგი 14 წლის იყო. 21-ე შვილი რედფორდების ოჯახს შარშან შეემატა.

ინგლისსა და უელსში მოქმედი კანონით, ქალს გათხოვება 16 წლამდე ეკრძალება, თუმცა კანონმდებლობაში აღნიშნულია, რომ თუ 16 წელს მიუღწეველ მოზარდთან სექსუალური ურთიერთობა ამ უკანასკნელის თანხმობით იწყება, მაშინ სისხლის სამართლებრივი დევნა წყდება.

რედფორდები ვიქტორიანული სტილის ძველებურ სახლში 19 შვილთან ერთად ცხოვრობენ, სადაც 10 საძინებელია. სახლი მათ 11 წლის წინ შეიძინეს.

რედფორდების უფროს შვილებს, 30 წლის კრისს და 25 წლის სოფიას უკვე საკუთარი შვილები ჰყავთ და ცალკე ცხოვრობენ.

19 ბავშვიდან ექვსი დაწყებით სკოლაში დადის, კიდევ ხუთი უფროსკლასელია. მამას ბავშვები სკოლაში მიკროავტობუსით დაჰყავს, ხოლო როდესაც უფროსები სკოლაში არიან, სამი მცირეწლოვანი ბავშვი დედასთან რჩება.

ამასთან, რედფორდების ოჯახში სარეცხს დღეში რამდენჯერმე რეცხავენ. თვის განმავლობაში მათ 30 ბოთლი სარეცხი საშუალება სჭირდებათ.

სიუ რედფორდი ამბობს, რომ ყველზე რთული და ხანგრძლივი ბავშვები ბანაობის პროცესია, რომელიც 18:00 საათზე იწყება და 21:00 საათამდე გრძელდება. მის მეუღლეს საკუთარი საცხობი აქვს. ამის გარდა, ოჯახს დანიშნული აქვს შემწეობა – კვირაში 170 გირვანქა სტერლინგი.

ოჯახს „იუთუბზე“ საკუთარი არხი აქვს, რომელსაც ყოველდღე ანახლებენ.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close