ვითარება გურამიშვილის გამზირზე, სადაც კორპუსში აფეთქება მოხდა (ფოტო)

ფოტო: 1tv.ge
თბილისში, გურამიშვილის გამზირის 30 ნომერში, სადაც დღეს დილით ძლიერი აფეთება მოხდა, ამ დრომდე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და პოლიციაა მობილიზებული.

ადგილზე ვითარების გასაცნობად მივიდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.

პირველადი ინფორმაციით, 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. მომხდარის შედეგა, მეოთხე სართული დაინგრა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.

ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განახორციელეს.

როგორც ნაძალადევის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, კორპუსის მცხოვრებლებს ქირით გადაიყვანენ. კორპუსი ევაკუირებულია.

შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ისინი სხვადასხვა კლინიკაში მოათავსეს. ერთი  პაციენტის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა – მას სხეულის 60 პროცენტი აქვს დამწვარი.

ფოტოების სანახავად გადადით ბმულზე:

გურამიშვილის გამზირზე ვითარებასთან დაკავშირებით იხილეთ ვიდეო.

მსგავს თემაზე: ფონიჭალაში გაზის აფეთქებას დედა-შვილის სიცოცხლე შეეწირა

კომენტარები