fbpx
მსოფლიოტექნოლოგიები

პირველად ისტორიაში: მხოლოდ ქალებისგან შემდგარი ეკიპაჟი ღია კოსმოსში გავიდა (ვიდეო)

მხოლოდ ქალებისგან შემდგარი ეკიპაჟი ღია კოსმოსში პირველად გავიდა და იქ დაახლოებით 5 საათი დაყო. როგორც ნასაში განაცხადეს, ამერიკელი ასტრონავტები, კრისტინა კოჰის და ჯესიკა მეირის მისია იყო საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მწყობრიდან გამოსული ერთ-ერთი კვების წყაროს შეცვლა. 

აქამდე 13 ქალი გავიდა ღია კოსმოსში, კოჰის ჩათვლით, რომლისთვისაც ეს მე-5 „გასეირნებაა“ კოსმოსში, მეირი მე-14-ეა. პირველი ქალი ასტრონავტი, რომელიც ღია კოსმოსში გავიდა, რუსი სვეტლანა სავიცკაია იყო. იგი 1984 წლის 25 ივლისს ვლადიმერ ჯანიბეკოვთან ერთად გავიდა ღია კოსმოსში და იქ 3 სთ და 35 წუთი დაყო.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close