მსოფლიოპოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

„მაესტროს“ ჟურნალისტს თურქმა სამხედროებმა ტერიტორია პირდაპირ ეთერში დაატოვებინეს

ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტს, დეა მამისეიშვილს და გადამღებ ჯგუფს, რომლებიც თურქეთ-სირიის საზღვარზე იმყოფებიან, თურქმა სამხედროებმა ტერიტორია პირდაპირ ეთერში დაატოვებინეს. როგორც „მაესტროს“ ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს თქვა, თურქმა სამხედროებმა მათ სთხოვეს, რომ ტერიტორია დაეტოვებინათ, რადგან ის საშიშ ზონად ითვლება.

რაც შეეხება ამ საზღვარზე არსებულ დასახლებულ პუნქტს, ჟურნალისტის ინფორმაციით, იქ გადაადგილება მკაცრად კონტროლდება და ქალაქი დაცარიელებულია – იქ მხოლოდ სამხედროები და ჯავშანტექნიკა გადაადგილდება.

ადგილობრივი მცხოვრებლები „მაესტროსთან“ საუბარში აცხადებენ, რომ მათ საცხოვრებლების დატოვება გადაწყვიტეს და დროებით ქალაქ აქჩაკალეში გადავიდნენ საცხოვრებლად. ისინი არ გამორიცხავენ, რომ თუ თურქეთი შეძლებს და უსაფრთხო ზონას შექმნის, ისინი უკან დაბრუნდებიან თავიანთ სახლებში.

მაესტროს ჟურნალისტს თურქმა სამხედროებმა ტერიტორია პირდაპირ ეთერში დატოვებინეს

მაესტროს ჟურნალისტს თურქმა სამხედროებმა ტერიტორია პირდაპირ ეთერში დაატოვებინეს – ჩართვა თურქეთ-სირიის საზღვრიდანDea Mamiseishvili Lasha Maisuradzeგაიგე ამბავი #მაესტროზე

Gepostet von Maestro TV am Donnerstag, 17. Oktober 2019

კონფლიქტის ზონაში, იქ, სადაც ქურთი და თურქი მებრძოლები ერთმანეთის პირისპირ დგანან, რუსული ჯარი პატრულირებს.

თურქეთმა სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. სამხედრო მოქმედებების მსვლელობისას ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. თურქეთის შეიარაღებული ძალების ცნობით, ოპერაციის დაწყებიდან 653 ქურთი მებრძოლია ნეიტრალიზებული.

თავის მხრივ, ქურთების ინფორმაციით, 75 თურქი ჯარისკაცი მოკლულია, 19 კი დაიჭრა. გაეროს ინფორმაციით, საკუთარი სახლების დატოვება, სულ ცოტა, 160 000 ადამიანს მოუწია. მომხდარის გამო თურქეთში იარაღის ექსპორტი შეზღუდეს გერმანიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა და დიდმა ბრიტანეთმა, ვაშინგტონმა კი ანკარას სანქციები დაუწესა.

imedinews.ge

მსგავს თემაზე: ერდოღანი ევროპას 3,6 მლნ დევნილით დაემუქრა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close