მსოფლიოპოლიტიკა

კატალონიის მეთაური რეგიონში დამოუკიდებლობის შესახებ ახალი რეფერენდუმის ინიციატივით გამოდის

კატალონიის ჟენერალიტეტის (რეგიონის ავტონომიური თემის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანო) თავმჯდომარე, კატალონიის მეთაური კიმ ტორა რეგიონში დამოუკიდებლობის შესახებ ახალი რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის.

კიმ ტორამ ეს განცხადება პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა. მისი თქმით, დამოუკიდებლობის მომხრეთა აღქმა მოძალადეებად არასწორია.

ბარსელონაში უკვე სამი დღეა საპროტესტო გამოსვლები პოლიციასთან შეტაკებით სრულდება. აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ქვები და ე. წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს, დაწვეს ბარიკადები და ავტომობილები. ბოლო შეტაკების დროს დაშავდა 30-მდე ადამიანი.

ესპანეთში მასშტაბური დემონსტრაციები 14 ოქტომბერს დაიწყო. ათასობით ადამიანი ბარსელონის ქუჩებში მას შემდეგ გამოვიდა, რაც ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიელი სეპარატისტების ლიდერებს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ორგანიზებისთვის 13 წლამდე ვადით პატიმრობა მიუსაჯა.

1tv.ge

შეგახსენებთ, რომ კატალონიის რეგიონის (დედაქალაქი – ბარსელონა) დამოუკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმი 2017 წლის პირველ ოქტომბერს გაიმართა და მასში მონაწილე ადამიანთა 90,18%-მა (2 044 038 ათასი კაცი) რეგიონის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი წავიდა 7,83% (177 547). რეფერენდუმში ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 43,03% მონაწილეობდა.

ესპანეთის ხელისუფლებამ რეფერენდუმი არალეგიტიმურად გამოაცხადა და მისი შედეგები არ აღიარა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close