მსოფლიოპოლიტიკაnews

ერდოღანი ევროპას 3,6 მლნ დევნილით დაემუქრა

თურქეთის პრეზიდენტმა გააკრიტიკა ევროპული ქვეყნები, რომლებიც ჩრდილოეთ სირიაში ანკარის მიერ დაწყებულ სამხედრო ოპერაციას ოკუპაციად აფასებენ. ამის შესახებ REUTERS-ი წერს. რეჯეფ თაიიფ ერდოღანის თქმით, თუ ბრიუსელი რიტორიკას არ შეიცვლის, თურქეთი ლტოლვილებს ევროპისკენ საზღვრებს გაუხსნის.

„ჩვენ გავხსნით კარს და 3,6 მლნ დევნილს თქვენკენ გამოვუშვებთ“, – ეს განცხადება ევროკავშირის მისამართით ერდოღანმა თავისი პარტიის წევრ („სამართლიანობისა და განვითარების პარტია“; თურქ. Adalet ve Kalkınma Partisi) კანონმდებლებთან შეხვედრისას გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა დაგმო თურქეთის მიერ სირიის ტერიტორიაზე ქურთების წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო ოპერაცია და ანკარას მისი დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.

თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო.

თურქეთის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყების პირველი ვიდეო:

მსგავს თემაზე: სირიიდან საპასუხო დაბომბვის შედეგად თურქეთში ოთხი ადამიანი დაიღუპა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close