საზოგადოებასაქართველო

ინგა გრიგოლია ტვ „პირველის“ დირექტორად ინიშნება

ტელეკომპანია „პირველის“ 100%-იანი წილის მფლობელი ვატო წერეთელი ფეისბუქზე წერს, რომ დღეიდან ტელეკომპანია „პირველს“ ინგა გრიგოლია უხელმძღვანელებს.

„გადავდივართ განვითარების ახალ ეტაპზე, რომელსაც სათავეში ახალი დირექტორი ჩაუდგება, დიდი გეგმებით და მთელი გუნდის ერთიანი ძალისხმევით“, – წერს წერეთელი.

„ტვ პირველის“ ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია დირექტორის პოზიციას ცხოვრების ყველაზე საპასუხისმგებლო გამოწვევად მიიჩნევს.

„მადლობა ვატო წერეთელს ამ ნდობისთვის და მადლობა ტვ „პირველის“ მთელ გუნდს! ბევრი მადლობა! ესაა ჩემი ცხოვრების ახალი და ყველაზე საპასუხისმგებლო გამოწვევა, თან ყველაზე აზარტული გამოწვევა. აი ისეთი, ახალ სიცოცხლეს რომ გაძლევს, ახალ სუნთქვას რომ გიხსნის❤️❤️❤️. როცა სამსახურიდან გამოგდებულმა ტვ „პირველს“ შევაფარე თავი და ყველამ ერთად ნულიდან დავიწყეთ ახალი ტელევიზიის კეთება, მაშინვე ვიცოდი, რომ გამოგვივიდოდა, ყველა იმ ადამიანის დაუღალავი შრომით, ვინც ტვ „პირველი“ დაიწყო, ოპერატორებიან, მემონტაჟეებიან, მძღოლებიან, ტექპერსონალიან, ჟურალისტებიან, პროდუსერებიან, მენეჯერებიანად. დღეს ამაყად ვამბობ, რომ გამოგვივიდა, ეხლა გადავდივართ განვითარების ახალ ეტაპზე და უკვე ახალი პოზიციიდან ვერთვები ამ რებრენდინგში. ვისაც ტელევიზია თავდავიწყებით გიყვართ და ვისაც გაქვთ განუსაზღვრელი თავისუფლების არხზე მუშაობის სურვილი, გამომეხმაურეთ. არხის დირექტორობას ვიწყებ ვაკანსიების ღიად გამოცხადებით. ვიწყებთ ახალ გამოწვევებთან ჭიდილს. ვეძებთ ტელევიზიაზე გაგიჟებით შეყვარებულ ადამიანებს, ვისთვისაც თავისუფლებაა ყველაზე გემრიელი და ყველაზე მთავარი ამ პროფესიაში. ვემზადებით უფრო დიდი მასშტაბებისთვის, შესაბამისად, გადავწყვიტეთ გავაფართოვოთ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი გუნდი. ჩვენი სათქმელი იგივეა და უცვლელი – ვმუშაობთ გავლენების მიღმა, მოვლენების შუაგულში✌️✌️✌️აგერ ვართ და ვისაც სურვილი და ამბიცია გექნებათ, გამოგვყევით ახალი სიმაღლეების დაპყრობაში დღეიდან 24 საათში 25 საათი ვიწყებ მუშაობას ❤️✌️“, – წერს ინგა გრიგოლია ფეისბუქზე.

ვატო წერეთელმა სამეწარმეო რეესტრს დირექტორის ცვლილების განცხადებით 16 ოქტომბერს მიმართა.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close